19 სექტემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში რჩება - შს მინისტრი საველე ოპერაციების შტაბში გვიან ღამემდე იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში რჩება. ვახტანგ გომელაური საველე ოპერაციების შტაბში გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში გუშინ ჩავიდა. მინისტრი სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა და ძებნა-შველის ღონისძიებებს დაესწრო.

გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული და დაკარგული პირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მინისტრმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

დღის ამბები