19 სექტემბერი 2024,   19:17
ვრცლად
"4 წლის გიორგი ხორბალაძის დედის ცხედარი იპოვეს, პატარა ბიჭს ისევ ეძებენ…" - რას წერს ოჯახის წევრი

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ. მცირეწლოვანთან ერთად მყოფი მის დედა, მანანა ჯაჭვაძე და ბებია – მარინე ხორბალაძე მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს.

"შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10-დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ… ( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ).

მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე..." – წერს გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები