19 სექტემბერი 2024,   19:18
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზიანებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს უკვე მასპინძლობს

დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მხარდაჭერით, დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების აღდგენის სამუშაოები.

განახლებული ადმინისტრაციული შენობა ვიზიტორებს უკვე მასპინძლობს. ამჟამად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ყველა არსებული ბილიკის განახლება და ახალი ბილიკების ქსელის დამატება. ბილიკების ქსელის მოსაწყობად, ჯამში, 5 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი.

დღის ამბები