19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
დედა, რომელმაც იტალიაში ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი გოგო აღმოჩნდა - იტალიური მედია

იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს, რომლის დედაც ქართველი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტარანტოში ახალშობილი 23 წლის დედამ მიატოვა. ბავშვი ნაგავსაყრელთან გამვლელმა შეამჩნია.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, საბანში გახვეული ჩვილი დახვდათ, რომელსაც ჭიპლარი ჯერ ისევ ჰქონდა.

დედის კვალს პოლიციამ მალევე მიაგნო. ის და ახალშობილი ახლა კლინიკაში იმყოფებიან და შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

დღის ამბები