19 სექტემბერი 2024,   19:11
ვრცლად
სიონის ტბაში გაუჩინარებული 15 წლის მოზარდის მოსაძებნად მაშველები და მყვინთავთა ჯგუფია გასული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სიონის ტბაში გაუჩინარებული მოზარდის მოსაძებნად მაშველები და მყვინთავთა ჯგუფია გასული. უწყების ცნობით, შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ მათთან დღეს შევიდა. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

შეგახსენებთ, რომ სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს 18:05 საათიდან ეძებენ - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.

როგორც თვითმხილველმა "რუსთავი2"-ს უთხრა, მოზარდი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები