19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ფრედი მერკურის 1500 პირად ნივთს გასაყიდად ამზადებენ

ფენომენალური ნიჭით გამორჩეული, მრავალფეროვანი და ეპატაჟური, განსხვავებული ვოკალური მონაცემების, მანერისა და სტილის წყალობით, ფრედი მერკური მსოფლიო მუსიკის ისტორიაში საუკეთესო მომღერლად იქცა. არასდროს სურდა ვარსკვლავი ყოფილიყო. უნდოდა მუსიკალურ სამყაროში მისი სახელი, როგორც ლეგენდა ისე დარჩენილიყო. ასეც მოხდა.

ლეგენდარული მომღერალი თავად იყო ლეგენდარული მუსიკის ავტორიც. Bohemian Rhapsody-ს შექმნიდან 48 წელი გავიდა. მუსიკა, რომელიც ბალადას, როკს და ოპერას აერთიანებს, ფრედი მერკურიმ როიალზე შექმნა. შავი, იამაჰას ფორტეპიანო 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული, რომელიც ახლა სოტბის აუქციონზე იყიდება.

როკ ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა. სიცოცხლეში მომღერალი და მისი ცხოვრება იყო საინტერესო, ახლა - ფრედი მერკურის შემოქმედება და ნივთები. სასცენო კოსტიუმები, ლეგენდარული გვირგვინი და მოსასხამი, რომელიც ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე ეცვა. ასევე სიმღერის ტექსტების ხელნაწერები. მუსიკოსის უნიკალური ნივთების კოლექცია, ლონდონის ყველაზე ცნობილ აუქციონზეა გატანილი.

იშვიათი ფოტოები, ოქროს და პლატინის ფირფიტები, სასცენო კოსტიუმები, ავეჯი და პირადი ნივთები - როკ ვარსკვლავის აუქციონის ინტერესი დიდია. აუქციონზე ულვაშის სავარცხლის შეძენას აპირებს, მსახიობი ფილიპ კოპინგი, რომელიც ფრედი მერკურის როლს ფილმ -Supersonic Queen- ში ასრულებს.

ფრედი მერკურის ნივთები, ლონდონში საკუთარ სახლშია გამოფენილი. მუსიკოსმა მთელი ქონება ახლო მეგობარს მერი ოსტინს დაუტოვა. ის ნივთების კოლექციას 32 წელი ინახავდა. ახლა მზადაა, უნიკალური ნივთები სოტბის აუქციონს დაუთმოს. ფრედი მერკურის გულშემატკივრის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მათთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, ზოგი ამბობს, რომ ნივთები არ უნდა გაიყიდოს.

როკ ვარსკვლავის 1500 ნივთი, სოტბის ერთთვიან გამოფენაზე, სექტემბერში გასაყიდად პირველად გამოვა. აუქციონი ექვს ეტაპად ჩატარდება და ვარაუდობენ რომ მუსიკის ლეგენდის პირადი ნივთების კოლექციის ფასი 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები