19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად "სელფი მობაილი" გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ, მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, მეორე კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად "სელფი მობაილი" გამოაცხადა. კომპანიას 700 მჰც და 3 400- 3 600 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.

"სელფი მობაილს" გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი დაუშვას, რისთვისაც მან დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა და გადასახდელმა თანხამ 2 მილიონ 657 ათასი ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოსაპოვებლად ოპერატორს განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც, მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.

დღის ამბები