19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
თბილისში ქვათაცვენამ სარკინიგზო ლიანდაგი ჩაკეტა

თბილისში, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ქვათაცვენამ სარკინიგზო ლიანდაგი ჩაკეტა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დროებით შეფერხდა ბათუმი - თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

რკინიგზის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად გაწმინდეს ლიანდაგი. მატარებლების მოძრაობის განახლება დროულად აღდგა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. პროცესის დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც განახლდება.

პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება. ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ.

დღის ამბები