19 სექტემბერი 2024,   19:11
ვრცლად
მსახიობი გოგი ხარაბაძე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს - მას მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

საზოგადოება გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება - კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მსახიობს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გოგი ხარაბაძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.

მსახიობი და რეჟისორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები