19 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
საბურთალოს რაიონის გამგეობა ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს

საბურთალოს რაიონის გამგეობა ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება და ბუნებრივი გაზის ამორტიზებული მილების სრულად განახლება, რომელსაც კომპანია "თბილისი ენერჯი" ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და პანდუსები. დამონტაჟდება გარე განათების სისტემაც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

პროექტი, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყო, 3 თვის განმავლობაში განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები