19 სექტემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ტრაგედიის მეოცე დღეს რაჭაში - ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა 

სტიქიიდან მეოცე დღეს რაჭაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ხუთი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, 28 დაღუპულიდან ორი ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღეს, ონში სამ დაღუპულს დაკრძალავენ. სამივე ერთი სოფლის მკვიდრია, ორი მათგანი ერთმანეთის ნათესავი, მესამე კი მათი მეგობარი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომ არ იქნას გადამუშავებული. მოქალაქეთა თხოვნით, გარკვეულ ლოკაციებზე მოხდა ხელმეორედ მიწის მასის გადამუშავება. ასევე, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში, მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება, კალაპოტის ფორმირება," - ამბობს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან შერაზადიშვილი. 

დღის ამბები