19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
"ღამის სერენადები" ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა

ღამის სერენადები ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალი 22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ექვსი კონცერტი ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. ფესტივალის საბაზო ორკესტრია "საქართველოს ვირტუოზები". ფესტივალის პარტნიორია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

24 და 25 აგვისტოს კონცერტები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი სექტემბერში თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგება.

ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლეებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები. 

დღის ამბები