19 სექტემბერი 2024,   19:27
ვრცლად
თბილისში გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს

თბილისში გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები შეხვდნენ.

მხარეებმა ორი ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დელეგაციის წარმომადგენლები მეხუთე და მეთექვსმეტე პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვივნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, პურის საცხობი, ხის და ტყავის საწარმოები სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული. მოინახულეს პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, სპორტული მოედანი და ინფრასტრუქტურა.


დღის ამბები