19 სექტემბერი 2024,   19:13
ვრცლად
შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ოთხი ადამიანი

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ოთხი ადამიანი. როგორც რაჭის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, ვერტმფრენით მწვერვალების მონიტორინგი მიმდინარეობს, ამასთან ადგილზე მუშაობენ გეოლოგები.

სამ აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამის ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის. 

"მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება მდინარის კალაპოტების ფორმირება, ასევე, მცურავი საშუალებებია მობილიზებული, კინოლოგთა ჯგუფი. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარი არის ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე," - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე.

დღის ამბები