19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში - ახალი კოდექსით, უწყებაში დასაქმებულ 3500-ზე მეტ თანამშრომელს, სამუშაო პირობები გაუუმჯობესდება

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაწესებულებაში 24 საათს ატარებენ, ამბობენ, რომ სამუშაო პირობები ადრინდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. დასაქმებულების თქმით, ხელმისაწვდომია ონლაინ და იუსტიციის სახლის სერვისები, მუდმივად ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, განახლებულია სპორტ დარბაზები და რეკრეაციული სივრცეები. 

სიახლეებია რუსთავის ქალთა N5-ე პენიტენციურ დაწესებულებაშიც. ადგილზე დასაქმებულები გაუმჯობესებულ ანაზღაურებასა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე საუბრობენ.

ყველა ცვლილება თავს პენიტენციურ კოდექსში იყრის. სისტემაში 3500-ზე მეტი დასაქმებულია. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესება მთავარ პრიორიტეტად რჩება.

პენიტენციური კოდექსში შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. საკითხზე მსჯელობა საშემოდგომო სესიის ფარგლებში განახლდება.

დღის ამბები