19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა. Renault-ის და Skoda-ს მარკის 130-მდე ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

ახალ ავტოტრანსპორტს შორისა მაღალი გამავლობის ავტომობილებიც არის, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი. ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

ინფრასტრუქტურის განახლების მიზანი, საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

"საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა 130 ავტომობილით, აღნიშნული ავტომობილები გადანაწილდება საქართველოს მასშტაბით. მაღალმთიან რეგიონები უკვე შევიყვანეთ მაღალი განმავლობის ავტომობილები. პროცესი არის მიმდინარე და სამომავლოდ იგეგმება ახალი ავტომობილებით ჩანაცვლება მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ. 

 

დღის ამბები