19 სექტემბერი 2024,   19:16
ვრცლად
წამლების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება - ფასის ზედა ზღვარი 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა

ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება - პროგნოზს ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს.

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

არსებულ ჩამონათვალს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.

რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. 

დღის ამბები