19 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"ყოველწლიურად ასე ხდება, 10 წელია აქ ვარ... გამოფიტული მთაა, რომელიც ნელ-ნელა იშლება" - რას ამბობს არქიმანდრიტი საბა შიომღვიმეში კლდის ნაწილის ჩამოშლაზე

შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია, რომელიც გუშინ მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის დაკეტილი იყო, დღეს დილიდან გაიხსნა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მათი პირველადი შეფასებით, მონასტერთან, ფერდობზე მოხდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის ჩამოშლა - ამ ეტაპზე კი საფრთხე მინიმალურია. სპეციალისტები ადგილზე ვითარებას სწავლობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, შიომღვიმეში კლდის ნაწილი ჩამოშლა ყოველწლიურად ხდება.

"შესწავლის პროცესია და როცა შეისწავლიან, შემდგომ გვეტყვიან, როგორ უნდა მოვიქცეთ. ყოველწლიურად ასე ხდება, მე 10 წელია აქ ვარ. ასე ჩამოიშლება ქანები, ახლა უფრო მასიურად და გაგვაქვს ხოლმე. ასე ხდებოდა ყოველწლიურად, ღვარცოფივით როცა მოწვიმს, განსხვავებული არაფერი არ არის. გამოფიტული მთაა, რომელიც ნელ-ნელა იშლება, საუკუნოვანია," - აღნიშნა არქიმანდრიტმა საბამ.

 

დღის ამბები