19 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის გარკვეულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდვები დაწესდება

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის გარკვეულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდვები დაწესდება. იქ არ დაუშვებენ არც მომლოცველებს, არც ტურისტებს და არც მონასტრის ტერიტორიაზე მცხოვრებ სასულიერო პირებს. რეკომენდაცია გეოლოგებმა ცოტა ხნის წინ გასცეს.

კიდევ ერთი რეკომენდაციის საფუძველზე, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, საბოლოო დასკვნის მომზადებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

"გუშინ ჩამოშლისთანავე დაიწყო ჩვენი ჯგუფის აქ შემოსვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჩამოშლა გასულ პერიოდში არაერთხელ ყოფილა და მას არ ჩამოუღწევია უშუალოდ მონასტრის ტერიტორიაზე. ეს ჩამოშლა შედარებით მასშტაბურია, თუმცა მონასტრის ტერიტორიაზე მაინც არ არის ჩამოსული და შესაბამისად, ექვემდებარება გარკვეულ მონიტორინგს. პირველ ეტაპზე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის კალაპოტის გაწმენდა," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგი ოთარ ქურციკიძე.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კი აცხადებს, რომ გეოლოგიური სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ჩამოშლილი კლდის მასის გატანა უახლოეს საათებში დაიწყება:

"გეოლოგიურმა სამსახურმა დაასრულა წინასწარი კვლევები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია, რის საფუძველზეც უახლოეს საათებში დაიწყება მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი კლდის მასის გატანის სამუშაოები," - აღნიშნავს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.



დღის ამბები