19 სექტემბერი 2024,   19:13
ვრცლად
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს - პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

"გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი," - აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.

დღის ამბები