19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ დიმში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში "ჭაჭა" ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.   

ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში იყო, მის დასახმარებლად ქვევრში მეორე მეზობელი ჩავიდა და ორივე გარდაიცვალა.   სავარაუდოდ, გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვებულმა აირმა გამოიწვია. 

დღის ამბები