19 სექტემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

მათი ცნობით, ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან ( 10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე სამწუხაროდ გარდაცვლილი დახვდათ.

"ცალკეული მედიასაშუალებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე ონის და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი", - აღნიშნულია  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო

დღის ამბები