19 სექტემბერი 2024,   19:23
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. 1 სექტემბრიდან ზემო ნიქოზის ხელოვნების სასახლე დამწყები და გამოცდილი რეჟისორების ანიმაციური ნამუშევრების ჩვენებას დაეთმობა.

ანიმაციური ფილმები, მუსიკალური მინიატურები, მასტერკლასები და ფოტოგამოფენები - წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა.

10 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალზე 23 ქვეყნის 100 რეჟისორის 125 ფილმი იქნება წარმოდგენილი.

დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ესტონეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა რეჟისორებსაც ნიქოზის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორებს არც ოკუპაციის თემატიკა დავიწყებიათ. ღონისძიების გახსნის დღეს საოკუპაციო ხაზთან მისული სტუმრები ომის თემატიკით შექმნილ ნამუშევარს იხილავენ.

ანიმაციური ფილმების ფესტივალი 1 სექტემბერს დაიწყება. გახსნით ღონისძიებას ნიქოზის საკათედრო ტაძარი უმასპინძლებს. საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის მეუფე ისაიას ინიციატივით დაარსდა.

დღის ამბები