19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
2015 წლისგან განსხვავებით, გუშინ მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია - გარემოს ეროვნული სააგენტო

წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია. 

"29 აგვისტოს საღამოს საათებიდან თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა უხვი ნალექი. წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამავე დროს, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია," - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები