19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ველოდებით 30 000 ადამიანს - Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებამდე, საორგანიზაციო ჯგუფი რეკომენდაციებს გასცემს

Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება.  მსმენელს 5 საათიდან აქვს შესაძლებლობა მივიდნენ სტადიონზე და მათთვის კუთვნილი ადგილი დაიკავონ.

პროექტების მენეჯერი საზოგადოებას მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეკომენდაციებს, რომელსაც საორგანიზაციო ჯგუფი გასცემს.

"ღონისძიებაზე ველოდებით 30 000 ადამიანს და ყველას ვთხოვთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით გაეცნონ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც საორგანიზაციო ჯგუფი გასცემს. ყურადღება უნდა მიაქციონ რა ბილეთის მფლობელებია არიან, რადგან კონკრეტული ბილეთების მიხედვით არის დაყოფილი ტერიტორიაზე შემომსვლელები. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ აკრძალული ნივთების შესახებ ინფორმაცია იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებენ ამ ნივთებით ტერიტორიაზე შემოსვლას", - განაცხადა"ბლექ სი-ს" პროექტების მენეჯერმა, ციცი იაშვილმა

დღის ამბები