19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაიაში.

მათივე განცხადებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან შრომითმა იმიგრანტმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნიკალური კოდი.

„დაინტერესებული პირი აღნიშნულ კოდს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების შედეგად მიიღებს.

შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელსა ან შრომით იმიგრანტზე, რომელიც რეგისტრირებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ახალი ფორმა ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: http://sda.gov.ge/?page_id=5190," - აცხადებენ სააგენტოში.

დღის ამბები