17 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
"საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა ახალი იმპულსი შესძინა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას"-რუსეთის საგარეო უწყება

სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყება შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს.

მასში ნათქვამია, რომ სოხუმში შეხვედრებისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, თანამშრომლობა რეგიონულ და საერთაშორისო მიმართულებებში, სადაც აღინიშნა ჟენევის დისკუსიების ფორმატი.

"საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა აფხაზეთში ახალი იმპულსი შესძინა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპს ემყარება" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები