17 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 3 ათასი სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 3 ათასი სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული. რუსეთის სამხრეთ, სამხედრო ოლქის სარდლობამ განგაში საშტაბო-სამეთაურო სწავლების ფარგლებში გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტოროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა საჰაერო თავდასხმის დროს მოქმედებას და მთიანი რელიეფის პირობებში დანაყოფების ეფექტურ მართვას სწავლოს.

სწავლება 500 ერთეული შეიარაღებისა და საბრძოლო მანქანების გამოყენებით მიმდინარეობს. მასშტაბური წვრთნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 17 ივნისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები