18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
მაიკ პენსის ვიზიტი - საქართველოსა და აშშ-ს დროშების ფერებში განათებული თბილისი

დღის ბოლოს სიმბოლურად საქართველოსა და შეერთებული შტატების დროშების ფერებში განათდა ევროპის მოედანი. საზეიმოდ იყო განათებული მეტეხის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე სატელევიზიო ანძა ფუნიკულიორზე. მაიკ პენსის პატივსაცემად პუშკინის სკვერში კონცერტიც გაიმართა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს ახალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია საქართველოში. მაიკ პენსი თბილისში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ის გუშინ ესტონეთიდან ჩამოვიდა და დღეს უკვე მონტენეგროში გაემგზავრება.

დღის ამბები