საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, ირაკლი ასაშვილი, აცხადებს, რომ სტამბოლის ციხესთან საკონსულოს აქტიური კომუნიკაცია აქვს და მისი ინფორმაციით, 45 ადამიანი შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების ოჯახის წევრები კურიერს დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ პატიმრები არასათანადო მოპყრობის გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობენ.
ირაკლი ასაშვილის განცხადებით, საკონსულოს თანამშრომელი ციხეში შესასვლელად და პატიმრებთან შესახვედრად ნებართვას ელოდება.
„45 კაცი შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ ველოდებით ნებართვას ჩვენი თანამშრომლის შესვლასთან დაკავშირებით, ციხეში. პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვხვდებით ციხის ადმინისტრაციას და ვაყენებთ იმ საკითხებს, რომლებსაც აყენებენ პატიმრები,“ - აცხადებს ირაკლი ასაშვილი.