18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
25 წელი აფხაზეთის ომიდან - გმირთა მოედანზე პოლიტიკოსები იკრიბებიან

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე ამ წუთებში დაღუპულთა ახლობლები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. ისინი 25 წლისწინანდელ ტრაგედიას იხსენებენ.

გმირთა მოედანზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ომი არ დამთავრებულა, ომი გრძელდება და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველ დღე.  ეს არის მცოცავი ოკუპაციიდან დაწყებული დამთავრებული იმ სპეცოპერაციებით, რომელსაც ახორციელებს FSB-ს წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, რომ გვახსოვდეს, რატომ გვებრძვიან. გვებრძვიან ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, გვებრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკო პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოსლიდერმაც. გიორგი ვაშაძემ ქვეყნის მთავარ მიზანზე - დეოკუპაციაზე ისაუბრა.

„ბრძოლა გრძელდება, საქართველოს ერთიანობის იდეა ეს არის ურღვევი იდეა, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მოვახდენთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, რაც შეიძლება, სწრაფად,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები