18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ლევან იზორია მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ავღანეთშია. ლევან იზორია, გენშტაბის უფროსთან ერთად, 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზასთან თავდასხმის შედეგად დაღუპული მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს შეხვდა.

თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს, კაპრალებს გელა ხელაძეს და გოდერძი ხარშილაძეს, თავდაცვის მინისტრმა მედლები „საბრძოლო იარისთვის“ გადასცა.

„გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა უმცროსი სერჟანტის დაღუპვის ფაქტის გამო. გამოვხატოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები