მერიასთან საპროტესტო აქცია იწყება. დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიის დაცვამ შენობაში, ნატა ფერაძესთან ერთად, პარტიზანი მებაღეები არ შეუშვა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეები ბაგებში საღი ხეების მოჭრას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს არავინ არ შეხვდა და არც მერიაში შეუშვეს.
„ეს არ არის მერია, ეს არის დახურული, კორუმპირებული ჯალათების სკა. დღეს არის 1 წლისთავი, რაც შარშან მოჭრეს ყაზბეგის გამზირზე ხეები და წელს, იმის მაგივრად, რომ რამე დასკვნები გამოეტანათ, კიდევ დაგვხვდა მოჭრილი ხეები. წერეთელი ჩირგვში ზის და გვემალება ვირიშვილი-მაიმუნი ნარმანიაც და არავინ არ ჩამოდის, რაც შესულები ვართ, ვრეკავთ და მოვითხოვთ, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი ჩამოვიდეს,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.
აქციაზე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც, ესწრება. ის წინასაარჩევნოდ ხეების მოჭრის შეჩერებას სასწრაფოდ მოითხოვს.
„არჩევნებამდე შეწყდეს ხეების ჭრაზე ნებართვის გაცემა, შეწყდეს! ნუ არიან მოსწრებაზე იმიტომ, რომ ფაქტია, არიან მოსწრებაზე, არა აქვს არავის გარანტია, რომ დარჩებიან თანამდებობაზე და ბოლო ფულის კეთება აქვთ ახლა, მითუმეტეს, აგვისტოა, ხალხი ცოტაა და ყოველთვის ამით სარგებლობენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.