ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მხულით წაუყენეს.
ადვოკატის თქმით, ბრალდებას არ აქვს არანაირი მტკიცებულება და არც მკვლელობის მოტივი არის საკმარისი.
„ამ ეტაპზე ბრალდების მხარე უბრალოდ ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მიზნით გამოასალმა კახა ძნელაძე სიცოცხლეს, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს,“ - განაცხადა მიხეილ იაშვილის ადვოკატმა, დავით ცინცქალაძემ.
დაკავებულის დედა, ნინო შავგულიძე, აცხადებს, რომ პოლიციაში მის რძალს აძალებდნენ, რომ ეთქვა, თითქოს, მკვლელობის დღეს მიხეილ იაშვილი სახლიდან გასული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნინო შავგულიძის განცხადებით, ცოლს ემუქრებოდნენ, რომ მიხეილ იაშვილს ციხეში 15 წლით გაუშვებდნენ.
49 წლის კახა ძნელაძის მკვლელობას არ აღიარებს დაკავებული და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. პროტესტის ნიშნად, მიხეილ იაშვილი მშრალ შიმშილობაზეა და საქართველოს მოქალაქეობაზეც უარის თქმა სურს.