18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
თეა წულუკიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ეხმიანება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ეხმიანება.

იუსტიციის სამინისტრომ დღეს საქართველოს მთავრობასთან წარსადგენი ოთხი კანდიდატი შეარჩია, საიდანაც ორს სტრასბურგს წარუდგენენ.

„მათთვის სასურველი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში გამოცდილების მქონე კანდიდატი. ასეთი ნამდვილად გახლავთ ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი. ამავე დროს, ის გახლავთ ქალი კანდიდატი და მე მჯერა, რომ ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ბატონ ლადო ჭანტურიას. რაც შეეხება ქალბატონ თამარ ალანიას, მე როგორც კომისიის თავმჯდომარეს, წინა გასაუბრებისასაც და ახლაც, მქონდა მასთან კითხვები და ეს კითხვები ვერ იქნება მოხსნილი ჩემი მხრიდან. ეს ეხება გვანცა ყუფარაძის საქმეს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს, მან ან კომისიის რომელიმე წევრმა დაუსვა თუ არა კითხვები მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით.

დღის ამბები