18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს

ბორჯომის ხეობაში ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. რეანომობილი საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. 

ბორჯომიდან სულ 4 დაშავებული გადმოიყვანეს, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა ბორჯომის საავადმყოფოში მიიჩნიეს, რომ მათ მკურნალობა თბილისში უნდა გაეგრძელებინათ. 

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ წაღვერში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ვერტმფრენში 4 ადამიანი იმყოფებოდა. 2 მფრინავი, ერთი ბორტმექანიკოსი და სამაშველო სამუშაოებში ჩართული პირი. ოთხივე მათგანი ქართველია.

 „ოთხნი არიან ჯამში, 4 გადმოგვყავს, უბრალოდ 3 ჩამოჰყავთ. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პირველი შეფასებით, მნიშვნელოვანი არაფერი, უბრალოდ გადმოგვყავს იმისთვის, რომ კვლევები ჩავუტაროთ,“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევა ავზის ავსების დროს მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები