18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
ევროსასამართლოში წარსადგენი კანდიდატები - ზაზა ხატიაშვილი ევროსაბჭოს საჩივრით მიმართავს

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შესარჩევი კომისიის მუშაობა და პროცედურული დარღვევები - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეში საჩივრის შეტანას გეგმავს.

ზაზა ხატიაშვილის თქმით,  კომისიის წევრების ნაწილი იუსტიციის მინისტრის მითითებით მოქმედებდნენ და კანდიდატებს მასთან შეთანხმებით უწერდნენ დაბალ ან მაღალ ქულებს.

„საქართველოში ვინც რუსთავი2-ის წინააღმდეგ დააცემინა, ან გალანძღა რუსთავი2, ან რუსთავი2-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა, ეს არის ამ ადამიანების წამახალისებელი. ვაპირებ, რომ საჩივარი შევიტანო პროცედურასთან მიმართებაში და მივწერო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ მკაფიოდ მიუთითონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება იმ კანდიდატების ჩაგდება, რომელიც გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით. წულუკიანისთვის მიუღებელი კანდიდატები იღებდნენ, მინიმუმ, 5 ერთიანს,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი 2 კანდიდატი უკვე შეარჩია. ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარედგინება ევროსასამართლოს. 

დღის ამბები