17 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
მკვლელობის მუქარა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ

მკვლელობის მუქარა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიქ მარაგოზიანის წინააღმდეგ - ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო-ში ცოტა ხნის ბრიფინგი გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოლქოს ხელმძღვანელს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სამველ პეტროსიანი და მისი შვილი - გამგებლის რწმუნებული დაემუქრნენ.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პეტროსიანის წარმომადგენელს საუბნო კომისიის წევრობის რამდენიმე კანდიდატის ნაცვლად განცხადების შეტანის საშუალება არ მისცეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მასალებს პროკურატურას გადასცემენ.

„ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიქ მარაგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა, გიორგი პეტროსიანმა, რომელიც არის გამგებლის რწმუნებული, განახორციელეს მუქარა. ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ, როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, სახლის დაწვით,“- განაცხადა ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები