19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში, სამძებრო სამუშაოები ათ ლოკაციაზე მიმდინარეობს, აქედან მნიშვნელოვანი ძალისხმევა ე.წ. კოტეჯების მიმართულებით ხორციელდება

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში, მე-6 დღეა საგანგებო შტაბი მუშაობს. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შტაბშია ინფრასტრუქტურის მინისტრიც.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი, მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ სტიქიის არეალში უკვე 90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

"აღმოჩენილია ერთი ცხედარი მდედრობითი სქესის და ერთი სხეულის ფრაგმენტი. მიმდინარეობს ამოსვენება და შემდგომ, შესაბამისი პროცედურით დადგინდება. სამუშაოები გრძელდება აქტიურ რეჟიმში, უკვე 90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს არეალში როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე არეალში. 8 ძირითადი ლოკაცია არის. კოტეჯების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ძალისხმევა არის მიმართული. სამუშაო არის გაწეული და რა თქმა უნდა, ჩვენი მაშველები, ჩვენი ჯარი, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს," - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

 

დღის ამბები