19 სექტემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ტემპერატურა მცირედით დაიკლებს, თუმცა ქვეყანა კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, გასულ კვირასთან შედარებით, 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს.

ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალ მთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.

სპეციალისტების განცხადებით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

დღის ამბები