კოალიციებმა "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ცვლილებებისთვის" ტელეკამერების წინ პირობა დადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ და ცესკოსთვის გასაგზავნ განცხადებებს ხელი მოაწერეს.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ისინი "არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ჩვენ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, არ ვაღიარებთ ამ შედეგებს.ლეგიტიმაციას არ მივცემთ არალეგიტიმურ პარლამენტს და არ შევალთ პარლამენტში. ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში, შესაბამისად, ვრჩებით ამ პოზიციაზე," - აცხადებს ანა წითლიძე.
მათი ეს ქმედება პოპულიზმად შეაფასეს გახარიას გუნდში.
"ამ პარლამენტში ლეგიტიმაცია სარ შევუქმნით ივანიშვილის "ოცნებას", რომელმაც ვერ მიიღო წინასწარი შედეგებით ლეგიტიმაცია. თავად პროცესი - სიების ჩახსნა იქნება თუ მანდატებზე უარი, ამასთან დაკავშირებით არსებობს ჩვენი განსხვავებული პოზიცია და ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ამ პოპულიზმში ავყვეთ ვინმეს, ან ფუჭი იმედები გავუჩინოთ ჩვენს ამომრჩეველს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.