18 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ხუციშვილი-ალიბეგაშვილის ოჯახის წევრები ამ წუთებში პროკურორს ხვდებიან

რამდენიმე თვის წინ, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ხუციშვილი-ალიბეგაშვილის ოჯახის წევრები ამ წუთებში პროკურორ გვანცა გვიმრაძეს ხვდებიან.

შეხვედრამდე მათ განაცხადეს, რომ ხუციშვილი, რომლის ცხედარი წყალში იპოვეს, გადაცვალებამდე სცემეს, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.

ოჯახის წევრების აზრით, საქმეში საპატრულო ეკიპაჟის ბრალეულობა იკვეთება, რადგან ვიდეო, რომელზეც პოლიციის მიერ ზურაბ ხუციშვილის მანქანის გაჩერების კადრებია აღბეჭდილი, გარკვეულ მომენტში წყდება. გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ საპატრულო ეკიპაჟს მაღალჩინოსნები მფარველობენ.

 

დღის ამბები