ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს ცესკო-ში უპასუხეს. ნაციონალური მოძრაობა ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიას და ქართულ ოცნებას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევად გუშინ კონკურსი გამოცხადდა, თუმცა განკარგულება არ გასაჯაროვებულა, ორ საათში კი ქართულმა ოცნებამ პარტიული აქტივის მობილიზება მოახდინა და კომისიაში 27 კანდიდატის განცხადება დარეგისტრირდა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე, აცხადებს, რომ კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა.
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა შესარჩევი კონკურსები საუბნო საარჩევნო კომისიების გამოაცხადეს კანონმდებლობის სრული დაცვით. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ, ეს იყო საჯარო. ნებისმიერს შეუძლია, შეიტანოს განცხადება. რაც შეეხება უშუალოდ არჩევის პროცესს, არჩევის დროს კომისია სწორედაც რომ მსჯელობს იმ კრიტერიუმებზე, რა კრიტერიუმებიც არის გაწერილი საარჩევნო კოდექსში,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ბეჟაშვილის განცხადებას კი, რომ კონკურსანტთა უმრავლესობა არ მალავდა, რომ ქართული ოცნების შტაბში გააფრთხილეს წინასწარ და, რომ ისინი პარტიულ ინტერესებს წარმოადგენენ. ამაზე განმარტავს, რომ, თუკი მსგავსი ფაქტი დადასტურდება, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.